Pierre Jules Théophile Gautier (1811-1872)
უმანკოება გულს წარვტაცე ვაი, რომ ადრე...
ვაი, რომ გაქრა სიამის და ტრფობის ცდუნება...
რად მოვეპყარი ასე დილას?! აუგი ვკადრე?!
რატომ ინება საუკუნოდ არდაბრუნება?!
რატომ? ცვარ-ნამსაც, აგერ, სურს რომ თავი ანებოს
და ჩაიწრიტოს მცენარეთა მწვანე კაბაში,
რომ ცივ ქარებში უნატიფეს ყვავილს - ანემონს -
საღამომდეც კი არსად შერჩეს ფერთა კაშკაში.
აგერ, ანკარა წყაროს წყალში შობილი ტალღა
ქვიშაში გავლით სიანკარეს კარგავს მაშინვე,
ახედეთ ღრუბელს, სიქათქათით რომ ჩანდა მაღლა,
ძირს დაეშვა და მოიქუფრა დაშვებაშივე.
წუთისოფელი ასეთია - თავის მარწუხებს
ჩაგვავლებს, რათა ჩვენგან დრო და ჟამი იპაროს...
რაც გვალხენს, ქრება და კვალში გვდევს ის, რაც გვამწუხრებს,
ვარდს ერთი დღე აქვს, ხოლო ასი წელი - კვიპაროსს.