Friday, March 1, 2013

არ მახსოვს


ჩემი თარგმანია.... არ მახსოვს - საიდან (?!)

ვიცი, ცხოვრებას ვიწყებ თავიდან,
გარდასულ წელთა გაფრენის ფასად...
ნეტავ ტკივილი მოდის საიდან
და ნეტავ რატომ არ მიდის არსად?!

ჩუმად დაგლოცავ – წადი!... ასე რომ
ბედნიერების ზღვარსაც გადახვალ,
მე კი არც ვცოცხლობ და არც ვარსებობ,
ჩემს სიახლოვეს შენ რომ არა ხარ.